ფიორენტინას ახალი მწვრთნელი ჰყავს 

“ფიორენტინას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ჯუზეპე იაკინის კლუბი ოფიციალურად 28 დეკემბერს წარადგენს, პირველ ვარჯიშს კი იტალიელი სპეციალისტი 29-ში, დავიდე ასტორის სპორტულ ცენტრში ჩაატარებს.

რამდენიმე დღის წინ, “იებმავინჩენცო მონტელასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, რომელმაც გუნდს წარუმატებელი მატჩების სერია ვერ გამოუსწორა. ბოლო წვეთი “მილანის” ყოფილი თავკაცის საქმეში “რომასთან” – 1:4 დამარცხება იყო.

იაკინი წარსულში “სამპდორიას” “უდინეზეს” და “სასუოლოს” წვრთნიდა, ბოლოს ის ლევან მჭედლიძის “ემპოლის” ხელმძღვანელობდა, რომელიც 2019 წლის მარტში დატოვა.

ფეხბურთელის კარიერის დროს იაკინიმფიორეში” 5 წელიწადი გაატარა.

 

ფიორენტინას ახალი მწვრთნელი ჰყავს 

სტატიის ავტორი
-