გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი.
მცველები: არმენლ ბელა კოჩაპი, მატიას გინტერი, კრისტიან გიუნტერი, ტილო კერერი, ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ანტონიო რუდიგერი, ნიკო შლოტენბერგი, ნიკლას ზულე.
შეტევა: კარიმ ადეიემი, იულიან ბრანდტი, ნიკლას ფულკრუგი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი, კაი ჰავერცი, იონას ჰოფმანი, ჯოშუა კიმიხი, იუსუფა მუკოკო, ჯამალ მუსიალა, ტომას მიულერი,ლეროი სანე.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ესპანეთის, კოსტა რიკისა და იაპონიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.