ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინა რუსეთს დაუპირისპირდება

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მარცხით (1:3) გამოეთიშა.

ავთანდილ ასათიანის გუნდის საოცარი ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, რუსებმა გამარჯვება და 1/2-ფინალში გასვლა მოახერხეს.

ევრო 2022-ის ნახევარფინალში პრინციპული დაპირისპირება გაიმართება – ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ გუნდებს მანამდე ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.

გეტყვით, რომ უკრაინამ 1/4-ფინალში ყაზახეთს 5:3 მოუგო. ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა ერთადერთი გამარჯვება სერბეთთან მოიპოვა, რითაც პლეი-ოფში გავიდა.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინა რუსეთს დაუპირისპირდება

სტატიის ავტორი
-