პირველად, ბოლო 10 წელიწადში 

ინგლისის ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე 10-წლიანი წაუგებელი სერია დაასრულა – გარეთ საუთგეიტის გუნდი ევროშესარჩევში, ჩეხეთთან – 1:2 დამარცხდა.

აქამდე, “სამ ლომს” შესარჩევი ეტაპების ეგიდით გამართული ბოლო 43 შეხვედრიდან არცერთი ჰქონდა დათმობილი – 34 მოგება, 9 ფრე.

ბოლოს ინგლისმა 2009 წლის 10 ოქტომბერს, უკრაინასთან – 0:1 წააგო, მუნდიალის შესარჩევში.

მარცხის მიუხედავად, 2018 წლის მუნდიალის მეოთხეადგილოსანი ნაკრები 12 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 ოქტომბერს, ინგლისი ბულგარეთს დაუპირისპირდება.

პირველად, ბოლო 10 წელიწადში 

სტატიის ავტორი
-