პირველი ოფიციალური გამარჯვება ევროტურნირებზე – ვისთან წააგო დინამო თბილისმა?!

ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის უსახური დღე გამოდგა – კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სამივე ქართული კლუბი დამარცხდა. დღის ბოლო მარცხი “დინამო თბილისმა” ესტონურ “პაიდესთან” იწვნია.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან “პაიდესთან” 2:3 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისური კლუბი მატჩშს 2-ჯერ იგებდა, საბოლოოდ მაინც სამარცხვინოდ დამარცხდა.

მოდით დეტალურად განვიხილოთ, თუ ვისთან დამარცხდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში.

 

  • დაარსების თარიღი – 2004 წელი
  • მიღწევები/ტიტულები – ესტონეთის თასის გამარჯვებული (2021 წელს)
  • სტადიონის ტევადობა – 768 ადამიანი
  • ევროტურნირებზე ასპარეზობა – ერთადერთი გამარჯვება ევროტურნირებზე (“დინამო თბილისთან”). 4 გატანილი გოლი (“დინამო თბილისთან” თამაშამდე, მათ ევროტურნირებზე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდათ გატანილი).
  • კლუბის საერთო ღირებულება 3.53 მილონი ევრო.

“დინამო თბილისისა” და “პაიდეს” საპასუხო მატჩი 14 ივლისს, ესტონეთში გაიმართება.

პირველი ოფიციალური გამარჯვება ევროტურნირებზე – ვისთან წააგო დინამო თბილისმა?!

სტატიის ავტორი
-