პირველი სამსახური – გუტიმ პროფესიონალური გუნდი ჩაიბარა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი გუტიალმერიას” მთავარი მწვრთნელია.

ლა ლიგა 2-ში მოთამაშე გუნდმა პედრო ემანუელი ორშაბათს გაათავისუფლა და მისი შემცვლელი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა ცოტა ხნის წინ, კლუბმა ახალი თავკაცის შესახებ მინიშნება გამოაქვეყნა.

ალმერიასTwitter-ის ოფიციალურმა გვერდმა ბეტმენის კომიქსის მსგავსი ვიდეო დადო, სადაც ცაზე ციფრი 14 ჩნდება, რომლითაც სწორედ ვეტერანი ესპანელი თამაშობდა.

ცოტა ხანში, “ალმერიას” მფლობელმა თურქმა ალ-შეიხმა თავის სოციალურ ქსელში გუტისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

პირველი სამსახური - გუტიმ პროფესიონალური გუნდი ჩაიბარა 1

43 წლის ასაკში, პროფესიონალური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ეს გუტის პირველი სამსახური იქნება, აქამდე ის “სამეფო კლუბის” აკადემიაში და “ბეშიქთაშში” სენოლ გიუნეშის ასისტენტად მუშაობდა.

ალმერიას” ლა ლიგა 2-ში 24 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი გიორგი პაპუნაშვილისსარაგოსასთან” გამართავს.

პირველი სამსახური – გუტიმ პროფესიონალური გუნდი ჩაიბარა

სტატიის ავტორი
-