პოჩეტინოს ჩავარდნა არ აპატიეს – ტოტენჰემმა არგენტინელი დაითხოვა 

მაურიციო პოჩეტინო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ არგენტინელ სპეციალისტს სეზონის არადამაკმაყოფილებელი დასაწყისი არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოჩეტინო კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან გარკვეული ვადები მიიღო, რა პერიოდშიც მას სიტუაცია უნდა გამოესწორებინა, მაგრამ როგორც ჩანს “დეზების” მმართველებს მოთმინების ფიალა აევსოთ.

არსებული კონტრაქტის პირობებით, “ტოტენჰემმაპოჩეტინოს კონტრაქტის გაწყვეტის გამო სულ მცირე 12 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. 47 წლის სპეციალისტი ლონდონურ კლუბში 2014 წლიდან მოყოლებული მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით “ტოტენჰემს” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგაში და წინა სეზონში ამ ტურნირის ფინალშიც გავიდა.

ამჟამად, 12 ტურის შემდეგ, “ტოტენჰემი” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

პოჩეტინოს ჩავარდნა არ აპატიეს – ტოტენჰემმა არგენტინელი დაითხოვა 

სტატიის ავტორი
-