პორტუგალიური მედია: “იჯარა და გამოსყიდვის უფლება – აბუაშვილის დამატება თურქულ კლუბს სურს”

პორტუგალიური მედია ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელის, გიორგი აბუაშვილის კარიერული მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ მან შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში ითამაშოს.

20 წლის ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიური “პორტუს” B გუნდში თამაშობს, თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელი “ალანიასპორის” ინტერესის ობიექტია.

“იმის გათვალისწინებით, რომ წინა სეზონში “პორტუ B-მ” აბუაშვილი მხოლოდ 7-ჯერ გამოიყენა, დიდი შანსია, რომ ახალი სეზონიდან მან შანსი თურქეთის სუპერ ლიგაში მიიღოს.

ჩვენი ინფორმაციით, “ალანიასპორი” “ლურჯ-თეთრებს 1-წლიან იჯარას სთავაზობს გამოსყიდვის პერსპექტივით და პასუხს ელოდება, იმის ფონზე, რომ რუმინულმა “პეტროლულმა” უარი მიიღო”, – წერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პორტუგალიური საფეხბურთო ვებ-გვერდი ojogo.pt-ი.

20 წლის ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ცენტრალური თავდამსხმელის, ისე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში შეუძლია, “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია და პორტუგალიური გრანდის მეორე გუნდში 2021 წლის 1 ივლისს გადაბარგდა, მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდე მოქმედებს.

პორტუგალიური მედია: “იჯარა და გამოსყიდვის უფლება – აბუაშვილის დამატება თურქულ კლუბს სურს”

სტატიის ავტორი
-