პრემიერ ლიგაში სტადიონებს გულშემატკივარი უბრუნდება

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგას გულშემატკივარი დეკემბრის დასაწყისიდან დაუბრუნდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ინგლისის ჩემპიონატში სტადიონებზე დასწრების შეზღუდვა რეგიონების მიხედვით მოიხსნება.

იქ, სადაც რისკი ყველაზე ნაკლებია, ბრიტანეთის მთავრობა ფანებისთვის 4000 ადგილს გამოყოფს. საშუალო რისკის რეგიონებში კი სტადიონები შედარებით ნაკლებ, 2000 ქომაგს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატი გასული სეზონის ფინალური ნაწილიდან მოყოლებული დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

პრემიერ ლიგაში სტადიონებს გულშემატკივარი უბრუნდება

სტატიის ავტორი
-