პრემიერლიგაში 150 გოლზე მეტის გატანა მხოლოდ 9 ფეხბურთელმა შეძლო

ინგლისის “პრემიერლიგა” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. იქ არაერთ ვარსკვლავს უთამაშია. 

“პრემიერლიგა”-ში 150 და მეტი ბურთის გატანა მხოლოდ 9 ფეხბურთელმა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ცხრა მოთამაშიდან რვა თავდამსხმელია, ხოლო ერთი ნახევარმცველი. ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:

ალან შირერი – 260 გოლი
უეინ რუნი – 208 გოლი
ენდრიუ კოული – 187 გოლი
ფრენკ ლამპარდი – 177 გოლი
ტიერი ანრი – 175 გოლი
რობი ფაულერი – 163 გოლი
ჟერმეინ დეფო – 162 გოლი
სერხიო აგუერო – 150 გოლი
მაიკლ ოუენი – 150 გოლი

ამ ფეხბურთელთაგან მოქმედი მოთამაშეები უეინ რუნი, სერხიო აგუერო და ჟერმეინ დეფო არიან. ამ სამიდან კი, პრემიერლიგაში მხოლოდ აგუერო და დეფო თამაშობენ, შესაბამისად მათ ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლიათ.

პრემიერლიგაში 150 გოლზე მეტის გატანა მხოლოდ 9 ფეხბურთელმა შეძლო

სტატიის ავტორი
-