ქართული ფინალის მოლოდინში: ზივზივაძის და ბერიძის გუნდები თასის ნახევარფინალში გავიდნენ

უნგრეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები დასრულდა.

უკვე ცნობილია ის 4 გუნდი, რომელიც ნახვეარფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს. საინტერესოა, რომ აქედან ორ გუნდში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.

ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარმა” შემდეგ ეტაპზე გასვლა საშინაო არენაზე “ბუდაფოკის” – 2:1 დამარცხებით მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც 10 მარტს იუბილარი გახლდათ და რომელმაც ამ მეტოქესთან საჩემპიონატო მატჩში 3 დღით ადრე 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანა მოახერხა, სათასო დაპირისპირებაში მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. მისმა გუნდმა მეტოქის კარი ორჯერ, უპასუხოდ აიღო და “ბუდაპეშტთან” დაპირისპირების საგზური მშვიდად მოიპოვა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს ორი ქართული გუნდი დაუპირისპირდა. ლუკა ლაკვეხელიანისა და ნოდარ ქავთარაძის გუნდი “უიპეშტს” შეხვდა და სტუმრად – 1:2 დამარცხდა. ორივე ქართველ ფეხბურთელს ხანგრძლივი ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ ყოფილან. სათადარიგოთა სკამზე დარჩა წარმოშობით ქართველი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ მესხი. სამაგიეროდ, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 81 წუთი გაატარა მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა, გიორგი ბერიძემ. “უიპეშტი” ნახევარფინალში “ქიშვარდას” დაუპირისპირდება.

ასე რომ, სავსებით რეალურია, ქვეყნის თასის ფინალში ქართული დაპირისპირება შედგეს და ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარი” და გიორგი ბერიძის “უიპეშტი” ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ.

უნგრეთის თასის ორივე ნახევარფინალური წყვილის მატჩი 14 აპრილს გაიმართება.

ქართული ფინალის მოლოდინში: ზივზივაძის და ბერიძის გუნდები თასის ნახევარფინალში გავიდნენ

სტატიის ავტორი
-