“ქართველებმა რაგბის გუნდით ითამაშეს? ისინი ყოველთვის მოღალატეები იყვნენ” – რას წერენ სომეხი გულშემატკივრები

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული (2:2) შეხვედრის შემდეგ, მეზობელი ქვეყნის ეროვნული გუნდის გულშემატკივრებმა თავიანთი ნაკრები ქართველი ერი გააკრიტიკეს. აი რამდენიმე კომენტარი, რომელსაც სომეხი ქომაგები წერენ.

“ქართველებმა რაგბის გუნდი გამოიყვანეს?”;

“ქართველებმა რომელ მეგობრობაზე უნდა ისაუბრონ. ისინი ჯავახეთის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნის უფლებასაც არ აძლევენ. მეგობრობა არ არსებობს”;

“საქართველო რანაირი მეგობარია? აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი ყოველთვის მოღალატეები იყვნენ. მათთან ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გაწყდეს!”;

“იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, ფრე მისაღები შედეგია. თურქების ჯიბრით ჩვენ საქართველოში უნდა მოვიგოთ”;

“ჩვენს გუნდს ფეხბურთი არ უთამაშია. საქართველო უკვე ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, თანაც ჩვენს გუნდს ზურგს გულშემატკივარი არ უმაგრებდა”;

“საკუთარი შეცდომების გამო ბოლო მატჩებში 4 გოლი გავუშვით.  ბოლო სამ მატჩში, ჩვენმა მეტოქეებმა საკუთარი სწორად გათამაშებული კომბინაციის შედეგად გოლის გატანა ვერ მოახერხეს”; 

“ქართველები ამ შედეგით იმედგაცრუებული უნდა იყვნენ. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოსთან კიდევ ერთხელ უნდა ვითამაშოთ, თანაც თბილისში”; 

“აბსურდია. ქართველებმა მორაგბეების გუნდით გვეთამაშეს“.

წყარო: სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია 

 

“ქართველებმა რაგბის გუნდით ითამაშეს? ისინი ყოველთვის მოღალატეები იყვნენ” – რას წერენ სომეხი გულშემატკივრები

სტატიის ავტორი
-