ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია

დღეს ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პლეი-ოფში სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგს, რომელიც ჯგუფიდან საკმაოდ მოულოდნელად გავიდა, არ გაუმართლა – ავსტრიელები “ტოტენჰემს” დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება დავით ხოჭოლავას “შახტარს”, უკრაინელები 1/16 ფინალში თელ-ავივის “მაკაბის” შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ დონეცკელებმა წელს სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყეს, თუმცა ჯგუფი მე-3 ადგილზე დაასრულეს და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ.

ევროპა ლიგის წილისყრის შედეგი ასეთია:

ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია 1

ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია

სტატიის ავტორი
-