ყაზაიშვილმა კარიერა შესაძლოა აზიაში გააგრძელოს

ვაკო ყაზაიშვილმა შესაძლოა კარიერა აზიაში გააგრძელოს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გადაბირება სამხრეთ კორეულ კლუბს სურს.

ადგილობრივი მედიის თანახმად, 28 წლის ვინგერის გადაბირებით “უსლან ჰიუნდაი” არის დაინტერესებული.

“უსლან ჰიუნდაი”, რომელიც სამხრეთ კორეის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს, შეიძლება ჩაითვალოს ჩემპიონატის ყველაზე ძლიერ კლუბად.

რაც შეეხება ყაზაიშვილს, ვაკომ ბოლო 4 წელი MLS-ში გაატარა, 1 იანვარს კი “სან ხოსე” დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ყაზაიშვილმა კარიერა შესაძლოა აზიაში გააგრძელოს

სტატიის ავტორი
-