ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი ასე გამოიყურება.

მეკარე

კეპა არისაბალაგა (ჩელსი)

ესპანელი მეკარე, კეპა არისაბალაგა “ჩელსიში” “ბილბაოდან” 2018 წელს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ის ყველაძე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 1

დაცვა

კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი)

ინგლისელი მარჯვენა მცველი, კაილ უოლკერი “მანჩესტერ სიტი” ღირსებას იცავს. ის მანჩესტერულ გრანდში “ტოტენჰემიდან” 2017 წელს 57.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. უოლკერი “სიტის” შეუცვლელი ფიგურაა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 2

ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)

ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი იყო, მანამ სანამ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჰარი მაგუაირი არ გაიფორმა. ვან დაიკი “ლივერპულს” 2017 წელს შეუერთდა. მერსისაიდელებმა მასში 85 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 3

ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაირი ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი გახდა. მასში “მანჩესტერ იუნაიტედმა” 88 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგუაირი წლების განმავლობაში “ლესტერის” ღირსებას იცავდა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 4

ლუკას ერნანდესი (ბაიერნი)

ფრანგი მარცხენა მცველი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბაიერნის” ფეხბურთელი გახდა. მიუნხენელებმა მასში “ატლეტიკოს” 80 მილიონი ევრო გადაუხადეს. ლუკას ერნანდესი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 5

ნახევარდაცვა

როდრი (მანჩესტერ სიტი)

23 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი გახდა. მანჩესტერელებმა როდრიში “ატლეტიკოს” 70 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 6

ფრენკი დე იონგი (ბარსელონა)

ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი “ბარსელონამ” “აიაქსიდან” 75 მილიონ ევროდ შეიძინა. ფრენკი დე იონგმა კატალონიელთა მაისურით რამდენიმე ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 7

პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი)

ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერია. პოგბა მანჩესტერულ გრანდში 2016 წელს “იუვენტუსიდან” 105 მილიონ ევროდ გადავიდა. მაშინ ეს ყველაზე ძვირიან ტრანსფერად ითვლებოდა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 8

თავდასხმა

ფელიპე კოუტინიო (ბარსელონა)

ბრაზილიელი შემტევი, ფელიპე კოუტინიო “ბარსელონაში” 2018 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა. კატალონიელებმა მასში 145 მილიონი ევრო გადაიხადეს. “ბარსელონას” ისტორიაში ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულია.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 9

ნეიმარი (პსჟ)

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. “პსჟ”-მ ის “ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ შეიძინა. ნეიმარის ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დღემდე ამაზე საუბრობენ. “ბარსელონამ” შეიძლება ბრაზილიელი იჯარით დაიბრუნოს.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 10

კილიან მბაპე (პსჟ)

ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე 180 მილიონ ევროდ “პსჟ”-მ “მონაკოდან” შეიძინა. მბაპე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ის პარიზული გრანდის მთავარი დამრტყმელი ძალაა.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა 11

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების შემადგენლობა

სტატიის ავტორი
-