რა შემადგენლობით გავიდა კატალონიის ნაკრები დღეს ვენესუელასთან?

კატალონიის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც FIFA-სა და UEFA-სგან ოფიციალურად აღიარებული არ არის, ყოველწლიურად ერთ ამხანაგურ მატჩს ატარებს.

კატალონიელები წელს ვენესუელას ნაკრებს ეთამაშებიან და მეტოქეს მე-60 წუთზე ბოიან კრკიჩის ერთადერთი გოლით ამარცხებენ – 1:0.

კატალონიის გუნდი მოედანზე დღეს შემდეგი თერთმეტეულით გავიდა: ედგარ ბადია, მარკ ბარტრა, პიკე, სერხიო გარსია, ალექს გრანელი, ბოიან კრკიჩი, ჟორდან ჟოანი, ოსკარ მელანდო, პერე პონსი, ალეიშ ვიდალი, დიდაკ ვილა.

რა შემადგენლობით გავიდა კატალონიის ნაკრები დღეს ვენესუელასთან?

სტატიის ავტორი
-