რაიან გიგზმა დაადასტურა – გარეთ ბეილი ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოახლოებული სანაკრებო პაუზის დროს, გარეთ ბეილი უელსის ნაკრებს ვერ დაეხმარება. 

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ “ტოტენჰემში” დაბრუნებული ვინგერი ტრავმირებულია: 31 წლის ფეხბურთელს მუხლი აწუხებს.

“გვინდოდა, რომ ბეილი ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ტრავმა მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს. საბედნიეროდ, დაზიანება მსუბუქია და იმედი მაქვს, რომ ის მალე დაგვიბრუნდება”, – თქვა უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა.

უელსის ნაკრები ოქტომბერში სამ მატჩს გამართავს: 8-ში ინგლისის, 11-ში და 14-ში კი შესაბამისად ირლანდიისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.

ზაფხულში, ბეილი “ტოტენჰემში” მადრიდის “რეალიდან” იჯარის წესით გადაბარგდა. ხელშეკრულება ერთწლიანია. აღსანიშნავია, რომ მისი ყოველკვირეული ხელფასი 650 000 ევროდან 240 000-მდე შემცირდა. მისი კონტრაქტი “სამეფო კლუბთან” ძალაში 2022 წლის ზაფხულამდეა. 

რაიან გიგზმა დაადასტურა – გარეთ ბეილი ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება 

სტატიის ავტორი
-