რამდენი ოფიციალური მატჩი მოიგო ირლანდიამ ბოლო 2 წელში?

საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 მატჩს დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსნებმა” ორი დღის წინ “დინამო არენაზე” შვეიცარიასთან 0:2 წააგეს და შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყეს.

რაც შეეხება ირლანდიას, მიკ მაკკმარტის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად გიბრალტარი მინიმალური ანგარიშით – 0:1 დაამარცხა.

რაც შეეხება ირლანდიელთა ბოლო 2 წელს, ბრიტანელებმა 2017 წლიდან დღემდე მხოლოდ 3 თამაში მოიგეს.

6 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სახლში მოლდოვა 2:0 დაამარცხეს, 3 დღეში კი გასვლაზე უელსს მოუგეს – 0:1.

რაც შეეხება მე-3 გამარჯვებას, ირლანდიელებმა 23 მარტს ზემოთ ხსენებულ გიბრალტარს აჯობეს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 2 წელში 5 ოფიციალური თამაში მოიგო.

რამდენი ოფიციალური მატჩი მოიგო ირლანდიამ ბოლო 2 წელში?

სტატიის ავტორი
-