რამდენია ფარერების ჩემპიონის შემადგენლობის საერთო ღირებულება?

უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ფარერების ჩემპიონ “კლაკსვიკთან” 6:1 დამარცხდა.

ჩისკო მუნიოსის გუნდმა ევროტურნირებზე ასპარეზობა სამარცხვინო მარცხით დაასრულა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ჩემპიონის დღევანდელი მეტოქის შემადგენლობის საერთო ღირებულება მხოლოდ 1,9 მილიონი ევროა. “კლაკსვიკის” ყველაზე ძვირადშეფასებული მოთამაშე ნიგერიელი იბრაჰიმ ალიუა – 150 ათასი ევრო.

შედარებისთვის, “დინამო თბილისის” ფეხბურთელების საერთო ფასი 7 მილიონია.

რამდენია ფარერების ჩემპიონის შემადგენლობის საერთო ღირებულება?

სტატიის ავტორი
-