რატომ დააბრუნეს ჯენოას ფანებმა ბილეთები?

ამ წუთებში სერია ა-ს 28-ე ტურის მატჩში ერთმანეთს “ჯენოა” და “იუვენტუსი” უპირისპირდებიან.

ტურინელთა გმირმა რონალდუმ გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოსთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა და “იუვე” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა, რომ კრიშტიანუ დღევანდელ თამაშში დაესვენებინა.

აღნიშნული ინფორმაციით განაწყენებულმა “ჯენოას” ფანების ნაწილმა ბილეთების დაბრუნება და გადახდილი თანხის ანაზღაურება მოითხოვა.

რატომ დააბრუნეს ჯენოას ფანებმა ბილეთები?

სტატიის ავტორი
-