რატომ ჰქონდათ იტალიაში ფეხბურთელებს სისხლის სიმულაცია სახეზე?

იტალიის სერია ა-ს ვარსკვლავები მე-13 ტურში სახეზე წითელი ზოლებით გამოვიდნენ. აღნიშნული აქცია ადგილობრივ კომპანია “WeWorld Onlus”-თან ერთად ჩატარდა, რომელიც ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავს.

კონკრეტულად აქცია გამოხატავდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის დაგმობას. “ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო უნდა გავწიოთ, რომ ამ საშინელებას ბოლო მოვუღოთ. ფეხბურთმა თავისი როლი უნდა შეასრულოს. ქალების მიმართ ძალადობა ყოველდღიურად უფრო და უფრო საშინელი და მიუღებელი ხდება”, – განაცხადა სერია ა-ს პრეზიდენტმა გაეტანო მიკიჩემ.

 

რატომ ჰქონდათ იტალიაში ფეხბურთელებს სისხლის სიმულაცია სახეზე?

სტატიის ავტორი
-