რეალმა ახალი სეზონის ფორმები წარადგინა

საფეხბურთო გუნდები ახალი სეზონის დაწყებამდე საზოგადოებისთვის ახალი ფორმების წარდგენას აგრძელებენ.

2020/21 წლების სეზონის მაისურები ამჯერად “რეალ მადრიდმა” წარადგინა. “ბლანკოსი” საშინაო მატჩებში კვლავ თეთრი ფერით შეიმოსება. რაც შეეხება საგარეო ფორმას, მადრიდელები ვარდისფერს ჩაიცვამენ, რითაც 2014/15 წლებს დაუბრუნდნენ.

“რეალის” ფორმას წელსაც Adidas-ი ამზადებს. ისინი აცხადებენ, რომ ძალიან თამამი და მარტივია გუნდის ახალი მაისური, რომლის დიზაინი ასახავს მადრიდელთა “ნებისმიერ ფასად გამარჯვების უკომპრომისო მისიას.”

რეალმა ახალი სეზონის ფორმები წარადგინა 1

რეალმა ახალი სეზონის ფორმები წარადგინა 2

რეალმა ახალი სეზონის ფორმები წარადგინა 3

რეალმა ახალი სეზონის ფორმები წარადგინა 4

 

რეალმა ახალი სეზონის ფორმები წარადგინა

სტატიის ავტორი
-