რეალმა ზიდანს ტრანსფერებისთვის სოლიდური თანხა გამოუყო

ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა.

Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბლანკოსმა” ზიდანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 300 მილიონი ევრო გამოუყო.

წყაროში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ თანხას მოდრიჩისა და ბეილის გაყიდვით დამატებული ფული დაემატება.

ცნობილია, რომ “რეალის” ხელმძღვანელობა მბაპეს, აზარის, ერიქსენის ან ნეიმარის დამატებით დიდი ხანია დაინტერესებულია.

რეალმა ზიდანს ტრანსფერებისთვის სოლიდური თანხა გამოუყო

სტატიის ავტორი
-