რემზი ცალი ფეხით იუვენტუსშია

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, აარონ რემზი დღეს ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელსაც ტურინის “იუვენტუსის” ექიმები დაესწრებიან და მათი დადებითი პასუხის შემთხვევაში “ბებერი ქალბატონი” რემზის კონტრაქტს გაუფორმებს, თუმცა უელსელი ფეხბურთელი იტალიაში ზაფხულში გადაბარგდება.

შეგახსენებთ ეს სატრანსფერო საგა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და პრესაშიც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ერთ-ერთის მიხედვით კი რემზი რონალდუს შემდეგ “იუვენტუსის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

რემზი ცალი ფეხით იუვენტუსშია

სტატიის ავტორი
-