ცნობილია როდის დაუბრუნდება გიორგი არაბიძე მოედანს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი, გიორგი არაბიძე ტრავმირებულია. ახალგაზრდა შემტევმა 4 თვის წინ კოჭის ოპერაცია გაიკეთა.

Live.Ge-ის ინფორმაციით, არაბიძე რეაბილიტაციის კურსს გადის. “ნასიონალის” საკუთრებაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც “ადანასპორშია” განათხოვრებული, ვარაუდობს, რომ მოედანს მარტის ბოლოს დაუბრუნდება.

გიორგიმ ბოლოს თურქული კლუბის მაისური 6 ოქტომბერს მოირგო, ოპერაციამდე კი საქართველოს U21 ნაკრებში შვეიცარიასთან ითამაშა და ჯარიმიდან გოლის გატანაც მოახერხა.

ცნობილია როდის დაუბრუნდება გიორგი არაბიძე მოედანს

სტატიის ავტორი
-