როგორ იზრდება EA Sports-ის შემოსავალი მხოლოდ ერთი რეჟიმით

Ultimate Team-ი FIFA-ს ყველაზე წარმატებული პროექტია. აღნიშნული რეჟიმი საფეხბურთო სიმულატორის უამრავ მოთამაშეს აერთიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ EA Sports-ის მისამართით კრიტიკა ყოველწლიურად უფრო იმატებს, კომპანიის შემოსავალი მაინც საკმაოდ მზარდია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელში FIFA-ს ბიუჯეტი UltimateTeam-ის რეჟიმით თითქმის სამჯერ გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ თამაშის ეს ნაწილი მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს შეადგინოს დამოუკიდებელი გუნდი და ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს სხვა მოთამაშეებს შეეჯიბროს.

EA-ის შემოსავალი 2015 წლიდან ასე იზრდება: 

2020: $1.49 მლრდ
2019: $1.37 მლრდ
2018: $1.18 მლრდ
2017: $775 მლნ
2016: $660 მლნ
2015: $587 მლნ

როგორ იზრდება EA Sports-ის შემოსავალი მხოლოდ ერთი რეჟიმით

სტატიის ავტორი
-