როგორი იქნება ჩელსის ფორმა ახალ სეზონში? 

ინგლისურმა მედია-საშუალება Footy Headlines-მა ლონდონის ჩელსის მომავალი სეზონის სავარაუდო ფორმის ფოტოები მოიპოვა.

დიდი ალბათობით, არისტოკრატები 2019/20 წლების საფეხბურთო სეზონში ტრადიციულ ლურჯ ფერში გაწყობილი მაისურებს მოირგებენ, რომელიც მინიმალისტური ნიმუშებით იქნება გაფორმებული.

ლონდონელთა ტექნიკური სპონსორი ისევ ამერიკული “ნაიკი” იქნება, ხოლო სატიტულო სპონსორი ბრიტანული ტელემწარმოებელი კომპანია “Three UK” გახდება. ლურჯების მაისურს ასევე იაპონური საავტომობილო მწარმოებელი “ჰიუნდაის” ლოგო დაამშვენებს.

ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, ფრენკ ლამპარდის გუნდი 54 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარვულვზს” 2 ქულით უსწრებს.

როგორი იქნება ჩელსის ფორმა ახალ სეზონში?  1

როგორი იქნება ჩელსის ფორმა ახალ სეზონში?  2

როგორი იქნება ჩელსის ფორმა ახალ სეზონში? 

სტატიის ავტორი
-