რომარიო ბრაზილიის სენატის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი – რომარიო, ბრაზილიის სენატში აირჩიეს და ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

გამოკითხვის 94,82%-ის დათვლის შემდეგ, მას ხმების 29,05% აქვს მიღებული, რაც 2 240 045 ხმის ტოლფასია. რომარიო სენატში რიო-დე-ჟანეიროს წარმომადგენელი იქნება.

რომარიომ სოციალურ ქსელში ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ რიო-დე-ჟანეიროსა და ბრაზილიის მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხის მისაღწევად. ეს არჩევნები დიდი ბრძოლა იყო, მე მშიშარა კონკურენტები მყავდნენ, მაგრამ მოსახლეობა არ მოტყუებულა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის“, – წერს ლეგენდარული ფეხბურთელი და ახლა უკვე სენატორი.

რომარიო რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა და 56 წლისაა. იგი ითვლება ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ. იგი 1994 წელს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ასევე 2-გზის კოპა ამერიკის გამარჯვებულია. რომარიოს ლეგენდარულობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მან 1994 წელს ოქროს ბურთი მოიგო.

ლეგენდარულმა ფეხბურთლმა თავისი პოლიტიკური კარიერა 2010 წელს, 49 წლის ასაკში დაიწყო.

რომარიო ბრაზილიის სენატის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

სტატიის ავტორი
-