რონალდინიოს ბრაზილიის პროკურატურამ სანქციები დაუწესა

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდინიოს ბრაზილიის პროკურატურასთან პრობლემები შეექმნა.

2015 წელს ის და მისი ძმა, რობერტო დე ასისი 2 მილიონი ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ საწყობის მშენებლობისას, გარემოს ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნეს. ფეხბურთელმა ჯარიმა არ გადაიხადა და პროკურატურამ სანქციებს მიმართა. სანქციები კი იმაში გამოიხატა, რომ მას სამი ავტომობილი ჩამოერთვა. რონალდინიოს მანქანების კოლექცია აქვს და ეს მის დასასჯელად კარგი მეთოდია.

რონალდინიოს ბრაზილიის პროკურატურამ სანქციები დაუწესა

სტატიის ავტორი
-