რონალდუ კურტუას: “ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა” | VIDEO

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიამ პორტუგალია დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდო სანტუშის გუნდმა კარისკენ გუშინ 24-ჯერ დაარტყა, პორტუგალიელებმა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ და ტიბო კურტუამ ერთმანეთთან ისაუბრეს: “გაგიმართლათ, არა? ბურთს დღეს კარში შესვლა არ უნდოდა. წარმატებები!,” – უთხრა 36 წლის ფეხბურთელმა ბელგიელთა მეკარეს.

რონალდუ კურტუას: “ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა” | VIDEO

სტატიის ავტორი
-