რონალდუს 3 მიღწევა უდინეზესთან

სერია A-ს მე-15 ტურში “იუვენტუსმა” შინ “უდინეზე” 4:1 დაამარცხა. სტუმართა კარში დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “უდინეზესთან” გატანილი გოლებით პელეს გაასწრო. ოფიციალურ მატჩებში ახლა კრიშტიანუს ანგარიშზე 758 ბურთია, ხოლო ბრაზილიელის – 757.

გარდა ამ საოცარი მიღწევისა, რონალდუმ გუშინ კიდევ 2 რეკორდი დაამყარა: ის ზედიზედ 15 სეზონის განმავლობაში მინიმუმ 20 გოლს იტანს, ხოლო უკვე მე-20 წელია, რაც პორტუგალიელის ანგარიშზე მინიმუმ ერთი გოლია.

რონალდუს 3 მიღწევა უდინეზესთან

სტატიის ავტორი
-