რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ახალგაზრდულ გუნდთან ითამაშა

ცივილიზებული სამყაროსგან გარიყულმა რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა.

იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის არ დარჩა ნაკრები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებს, ვალერი კარპინის გუნდი რუსეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

“მატჩს ოფიციალური სახე არ ჰქონია. მეტოქის თამაშის ანალიზიც არ გვქონია. სირცხვილია, რომ ბოლო ორი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები გამოვტოვე. იმედი მაქვს, რომ 2 წელში ევრო 2024-ზე ვითამაშებთ,” – თქვა თამაშის შემდეგ რუსეთის ნაკრებისა და “ზენიტის” ვინგერმა, ანდრეი მოსტოვოიმ.

რუსეთის ნაკრების რიგებში ითამაშა გიორგი ჯიქიამაც. “სპარტაკის” კაპიტანი მოედანზე მეორე ნახევარში შევიდა.

 

 

რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ახალგაზრდულ გუნდთან ითამაშა

სტატიის ავტორი
-