რუუდ გულიტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რუუდ გულიტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

“კრიშტიანუ რონალდუ? ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. მან საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიელმა ასევე 5 ოქროს ბურთი მოიპოვა და 3 სხვადასხვა ქვეყანაში ყველა ტიტულს დაეუფლა,” – თქვა რუუდ გულიტმა.

ცნობისთვის, გულიტი სხვადასხვა დროს  “სამპდორიაში”, “ფეიონოორდში”, “პსვ”-ში, “ჩელსიში” და “მილანში” თამაშობდა. რუუდი ახლა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

რუუდ გულიტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

სტატიის ავტორი
-