საბა კვირკველიამ 30 საათიანი მგზავრობის შემდეგ უკრაინა დაიტოვა

ხარკოვის “მეტალისტის” ქართველმა ლეგიონერმა, საბა კვირკველიამ უკრაინა დატოვა.

30 წლის ცენტრალურ მცველს სახიფათო ტერიტორიის დატოვებისთვის 30-საათიანი მგზავრობა დასჭირდა. ის ამჟამად მოლდოვაში იმყოფება, სამშობლოში კი ხვალ რუმინეთისა და თურქეთის გავლით ჩამოფრინდება.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია “მეტალისტს” გასული წლის ოქტომბერში შეუერთდა. უკრაინის პრემიერ ლიგაში მან 6 მატჩი ჩაატარა.

საბა კვირკველიამ 30 საათიანი მგზავრობის შემდეგ უკრაინა დაიტოვა

სტატიის ავტორი
-