საბურთალო 21 ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს

შემდეგი სეზონიდან, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს.

ინფორმაციას ტელეკომპანია  “ფორმულა” ავრცელებს, მათ  ეს ინფორმაცია “საბურთალოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

“საბურთალოში” 21 ნომრიანი მაისურით ლევან კაკუბავა ასპარეზობს.

 

საბურთალო 21 ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს

სტატიის ავტორი
-