საბურთალომ დაადასტურა – ჭანტურია ფეხბურთს უბრუნდება

26 წლის გიორგი ჭანტურია, რომელსაც სხვადასხვა დროს, როგორც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ასევე წამყვან ევროპულ კლუბებში უთამაშია, დღეს “საბურთალოსთან” კონტრაქტს გააფორმებს.

თბილისური გუნდი ფეხბურთელის ოფიციალურად 31 იანვარს, 17:30 საათზე წარადგენს.

გიორგი ჭანტურია “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია. ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გააგრძელა კარიერა ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა “ურალში” თამაშისას. მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც, კარიერაში, 2-წლიანი იძულებითი ცვლილება აიღო.

საბურთალომ დაადასტურა – ჭანტურია ფეხბურთს უბრუნდება

სტატიის ავტორი
-