საბურთალოს მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში ცნობილია

ესტონეთში დღეს ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა და ცნობილი გახდა “საბურთალოს” პოტენციური მეტოქე ტურნირის პლეი-ოფში.

“კალიუმ” შინ “დუდელანჟი” მიიღო და ლუქსემბურგის გუნდთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრაც “დუდელანჟის” გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი მატჩში დანელ სინანის ანგარიშზეა.

მასპინძლები დღევანდელ მატჩში 35-ე წუთიდან კაცნაკლულები იყვნენ. რუსმა არბიტრმა “კალიუს” ნახევარმცველს, ვლადისლავ ხომუტოვს მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა.

შესაბამისად, “საბურთალო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში “დუდელანჟს” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში თბილისურმა კლუბმა სტუმრად “არარატთან” 1:2 მოიგო. საპასუხო მატჩი ხვალ გაიმართება.

 

საბურთალოს მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში ცნობილია

სტატიის ავტორი
-