სადებიუტო გამოძახება – სანიოლმა ნაკრებში წიტაიშვილს უხმო

გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

ვილი სანიოლმა 20 წლის ფეხბურთელს “ჯვაროსნების” სექტემბრის თვის მატჩებისთვის უხმო.

როგორც ცნობილია, წიტაიშვილმა ხვიჩა კვარაცხელია ჩაანაცვლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუბინის” ვინგერს ტრავმა აქვს და ნაკრებს ამის გამო ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული გუნდი 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს მიიღებს, 5 და 8 სექტემბერს კი ჯერ ესპანეთს დაუპირისპირდება, შემდეგ კი – ბულგარეთს.

სადებიუტო გამოძახება – სანიოლმა ნაკრებში წიტაიშვილს უხმო

სტატიის ავტორი
-