სადილი რონალდუსთან – პორტუგალიელმა თანაგუნდელები შემოირიგა

კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელების შემორიგება გადაწყვიტა და ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები სადილად მიიწვია.

34 წლის თავდამსხმელმა თანაგუნდელები შინ მას შემდეგ დაპატიჟა, რაც სერია A-ს მე-13 ტურში, “ატალანტასთან” შეხვედრაში 55-ე წუთზე შეცვლის გამო, 5 ოქროს ბურთის მფლობელი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში წავიდა.

ცნობილია, რომ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, “ზებრების” თავკაც მაურიციო სარისთან კონფლიქტი აქვს, რასაც შესაძლოა სეზონის ბოლოს ერთ-ერთი მათგანის გუნდიდან წასვლა მოჰყვეს.

სადილი რონალდუსთან – პორტუგალიელმა თანაგუნდელები შემოირიგა

სტატიის ავტორი
-