ევროპის ლიგის მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან

ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას უხელმძღვანელებენ.

მას მერე, რაც მიმდინარე წელს, გიორგი ყრუაშვილმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში, ყაზახეთისა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირებას უმსაჯა, ამჟამად მისი ბრიგადა სლოვენიური “მურას” და დანიური “ორჰუსის” შეხვედრას მოემსახურება.

გიორგი ყრუაშვილს ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილია.

​კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართული სამსაჯო ბრიგადა საერთაშორისო მატჩს მოემსახურება. ხსენებული სანაკრებო მატჩის გარდა, 27 აგვისტოს გიორგი კიკაჩეიშვილმა, ფიფას არბიტრის რანგში კარიერაში პირველი მატჩი: “კეშლა” – “ლაჩი” განსაჯა.

ევროპის ლიგის მატჩს ქართველი არბიტრები განსჯიან

სტატიის ავტორი
-