ფრანკ ლამპარდი : “კანტე ამ სეზონში ჩვენი გუნდის ლიდერი უნდა იყოს”

უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე პირველი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ფრანკ ლამპარდი გამოცხადდა, რომელსაც კითხვები ნგოლო კანტესა და მისი გუნდის ახალგაზრდულ ასაკზე დაუსვეს:

“კანტე საოცარი ფეხბურთელია, უმნიშვნელოვანესი და ძალიან მშრომელი. საჭირო დროს საჭირო ადგილზე ხვდება. მის გარეშე ჩვენი ნახავარდაცვა წარმოუდგენელია, მიმდინარე სეზონში ნგოლო ჩვენი ლიდერი უნდა იყოს

დიახ, “ჩელსი” ახალგაზრდული გუნდია, რომელიც ახლა იზრდება, რამდენიმე ლიდერმა დაგვტოვა. “ლივერპული” დიდი გუნდია და ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აუცილებლად ჩემი გუნდის რომელიმე წევრს დავასახელებდი, აღფრთოვანებული ვარ ჟორჟინიოს თამაშით, ასევე მომეწონა ემერსონიც.

120 წუთის მანძილზე ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.”

 

 

 

ფრანკ ლამპარდი : “კანტე ამ სეზონში ჩვენი გუნდის ლიდერი უნდა იყოს”

სტატიის ავტორი
-