სალაჰმა ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

30 წლის ეგვპიტელმა სუპერვარსკვლავმა – მოჰამედ სალაჰმა, “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც ეგვიპტელი შემტევი კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

“მოხარულები ვართ, რომ კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ. ჩვენმა ლეგენდამ – სალაჰმა, დღეს გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად მოეწერა ხელი ახალ კონტრაქტზე, რაც 2025 წლამდე კლუბში დარჩენას ითვალისწინებს…” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ სოციალურ ქსელში.

 

მოჰამედ სალაჰი 2021/2022 წლების სეზონის პრემიერ ლიგის ბომბარდი და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. “მერსისაიდულ” კლუბში გატარებული 5 წლის განმავლობაში, მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე: 254 მატჩი, 156 გატანილი გოლი და 63 საგოლე გადაცემაა.

სალაჰმა ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-