სამპდორიასთან მატჩის დროს ლუკაკუ და ბარელა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სერია ა-ს 22 ტურში, მეორეადგილოსანი “ინტერი” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს “სამპდორიას” ესტუმრა და მატჩი უგოლოდ ფრედ 0:0 დასრულდა. “ნაპოლი” კი პირველ ადგილზე რჩება და მეორეადგილოსან “ინტერთან” უკვე საკმაოდ კომფორტული, 15 ქულიანი უპირატესობა აქვს.

მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მომენტში, გუნდის ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა შეცდა და ის ფეხბურთელი, რომლის პირადი აყვანაც ევალებოდა მოედანზე “დაკარგა”. იმ მომენტში ბარელას მოწინააღმდეგესთან კი რომელუ ლუკაკუ აღმოჩნდა, რომელზეც ბელგიელი ფეხბურთელი დაჯარიმდა.

ამ ფაქტის შემდეგ, რომელუ ლუკაკუმ ემოციები ვერ მოთოკა და ნიკოლო ბარელას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

იტალიელმა ჟურნალისტებმა კი რომელუ ლუკაკუს მიერ ნიკოლოზ ბარელაზე ნათქვამი სიტყვები გაშიფრეს.

“ნიკო, ნიკო! მეორედ ეს აღარ გააკეთო, თორემ ის აქტიურობს. თავი აწიე, შენი დედაც…”

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ 2021 წელს “ინტერი” დატოვა და “ჩელსიში” 1 სეზონით გადავიდა, შემდეგ კი კვლავ მილანურ კლუბში დაბრუნდა. იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ნერაძურის” ფეხბურთელები ამ ფაქტის გამო რომელუ ლუკაკუს დიდ პატივს აღარ სცემენ.

სამპდორიასთან მატჩის დროს ლუკაკუ და ბარელა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სტატიის ავტორი
-