ლუის სუარესი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ, “All Football”-მა, კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ლუის სუარესი დაასახელა. 

31 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა მექსიკის წინააღმდეგ თავი ორი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ლუის სუარესმა 32 წუთზე ულამაზესი ჯარიმით დაგვამახსოვრა თავი, ხოლო პირველი გოლიდან 8 წუთში, მან დუბლის შესრულება თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოახერხა. მატჩის 59 წუთზე კი მან რაბონას სტილით საგოლე გადაცემა ჰოლანდიური “პსვ”-ს ნახევარმცველს გასტონ პერეირას გაუკეთა, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:4 დააფიქსირა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ლუის სუარესთან ერთად კვირის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის დასახელებული იყვნენ გარეტ ბეილი და კრისტიან ერიკსენი.

ლუის სუარესი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

სტატიის ავტორი
-