ოფიციალური ინფორმაცია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობის შესახებ!

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანიის ნაკრების შემტევი, კრისტიან ერიქსენი ცოცხალია!

უეფას ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში დანია – ფინეთი, 42-ე წუთზე ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა გულის შეტევა მიიღო.

სტატიის ავტორი
-