საფრანგეთი – გერმანია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი ტურის მეორე და მთლიანად სათამაშო კვირის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩს გერმანია, კერძოდ კი ბავარიის დედაქალაქი მიუნხენი და “ალიანს არენა” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით – 23:00 საათზე დაიწყება.

უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:

გერმანიის ნაკრები: ნოიერიგინტერი, ჰუმელსი, რუდიგერიკიმიხიგიუნდოგანი, კროოსი, გოსენსი – მიულერი, ჰავერტსიგნაბრი. (3-4-1-2).

მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი (გერმანელი, 61 წლის).

საფრანგეთის ნაკრები: ლორისი – პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი – პოგბა, რაბიო, კანტეგრიზმანიმბაპე – ბენზემა. (4-3-1-2).

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი (ფრანგი, 52 წლის).

საფრანგეთი – გერმანია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია 

სტატიის ავტორი
-