სანტი კაზორლას ეპოქა “ვილიარეალში” დასრულდა. ესპანელმა ფეხბურთელმა “ეიბართან” გუნდის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.
ესპანელი ნახევარმცველი კარიერას ყატარში გააგრძელებს. სანტი ლეგენდარული ჩავის გაწვრთნილ “ალ სადში” გადავა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
“კაზორლასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ის მალე დოჰაში იქნება, რათა ყველა ფორმალობა გაიაროს და გუნდს შეუერთდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, სანტი!” – წერია “ალ სადის” განცხადებაში.
We have reached an agreement with Santi Cazorla. He will reach Doha soon to complete the formalities and join the team. Welcome to Al-Sadd, Santi!🖤🤍@19SCazorla @qatarairwaysar @pumafootball pic.twitter.com/9c2hEcRGy7
— AlSadd S.C | نادي السد (@AlsaddSC) July 20, 2020
სანტი კაზორლამ “ვილიარეალში” 3 სხვადასხვა დროს ითამაშა. 35 წლის ესპანელმა “წყალქვეშა ნავების” მაისურით ჯამში 300 მატჩი ჩაატარა, სადაც 57-57 გოლი და ასისტი დაუგროვდა.