საომარი მდგომარეობის გამო, უკრაინის ჩემპიონატი შეჩერდა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულად გამოცხადდა. ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობაა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ან საერთოდ განახლდება თუ არა უკრაინის პრემიერ ლიგა, ამ წუთის მონაცემებით კი გადადებული უახლოესი 2 ტურის შეხვედრებია.

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა ბოლო საათების განმავლობაში უკიდურესად გამწვავდა, რასაც ის მოჰყვა რომ უკრაინის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

უკრაინის ჩემპიონატში არაერთი ქართველი ფეხბურთელი, მათ შორის საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი წიტაიშვილი, ასევე ნიკოლოზ სიჭინავა და სხვები თამაშობენ.

 

საომარი მდგომარეობის გამო, უკრაინის ჩემპიონატი შეჩერდა

სტატიის ავტორი
-