საფრანგეთმა გრიზმანის გაუქმებული გოლის გამო FIFA-ს უჩივლა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანტუან გრიზმანის ტუნისთან გატანილი გოლის გაუქმების გამო FIFA-ს უჩივლა.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტუნისთან 1:0 დამარცხდა, თუმცა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება.

ფრანგებს დიდი შანსი ჰქონდათ იმისა, რომ ტუნისთან არ დამარცხებულიყვნენ, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ანტუან გრიზმანს გატანილი გოლი VAR-მა გაუუქმა. მიზეზი თამაშგარეა, თუმცა ფეხბურთის არანაირ წესში არ წერია, რომ ეს გოლი რაიმე მიზეზით გასაუქმებელი იყო.

ანტუან გრიზმანის გაუქმებული გოლი ტუნისთან

https://twitter.com/griezmannility_/status/1598004998604193793
საფრანგეთმა გრიზმანის გაუქმებული გოლის გამო FIFA-ს უჩივლა 1

გრიზმანი თავდაპირველად თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ბურთმა გრიზმანამდე არ მიაღწია და პირველი ბურთზე ტუნისელმა მცველმა ითამაშა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია:

“ჩვენ ვწერთ საჩივარს მას შემდეგ, რაც ანტუან გრიზმანის გოლი, ჩვენი აზრით, არასწორად იქნა გაუქმებული. ეს საჩივარი უნდა შევიტანოთ 24 საათის განმავლობაში.”

საფრანგეთმა გრიზმანის გაუქმებული გოლის გამო FIFA-ს უჩივლა

სტატიის ავტორი
-