საქართველო ისევ ნახევარფინალშია – ლეგენდათა ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

დავით პეტრიაშვილის სახელობის 2020 წლის ზამთრის თასზე ლეგენდათა ტურნირი დაიწყო. განახლებული ფორმატით მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი იღებს: საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთის, უეფასა და ფიფას ვეტერანი ფეხბურთელები.

ჯგუფური ეტაპი 13:30 საათიდან დაიწყო და ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ დასრულდა.

B ჯგუფში საქართველომ ორივე შეხვედრის დამაჯერებლად მოგება მოახერხა და პირველი ადგილით ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ქართველმა ვეტერანებმა ჯერ უეფას (5:2), შემდეგ კი ფიფას (5:3) მოუგეს და 6 ქულა დააგროვეს. მასპინძელთაგან გოლების გატანა იაშვილმა (4), სირაძემ (2), დემეტრაძემ, ამისულაშვილმა (2) და რევაზიშვილმა მოახერხეს.

საქართველოსთან ერთად, B ჯგუფიდან უეფას გუნდი გავიდა, რომელმაც ფიფა დაამარცხა.

რაც შეეხება A ჯგუფს, აქედან ნახევარფინალში 4-4 ქულით უკრაინისა და თურქეთის ნაკრები გუნდები გავიდნენ.

ჯგუფური ეტაპის შედეგები

A

თურქეთი 1:0 ესპანეთი

თურქეთი 0:0 უკრაინა

ესპანეთი 1:4 უკრაინა

B

უეფა 2:5 საქართველო

უეფა 6:4 ფიფა

საქართველო 5:3 ფიფა

ამრიგად, ნახევარფინალში, რომელიც 17:00 საათიდან დაიწყება, ერთმანეთს საქართველო და თურქეთი და უეფა და უკრაინა დაუპირისპირდებიან.

საქართველო ისევ ნახევარფინალშია – ლეგენდათა ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

სტატიის ავტორი
-